საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

მწვანე კონცხი

ბოტანიკური2.jpg

თუ ზღვის ნაპირზე, სიმწვანესა და შვიდ გარემოში გსურთ დასვენება, ცურვა და გარუჯვა, აუცილებლად მწვანე კონცხს უნდა ეწვიო. მთისა და ზღვის ნოტიო ჰაერის შერწყმის შედეგად აქ განსაკუთრებული ჰავა იქმნება. ამ სიმწვანეში ჩაფლულ ულამაზეს სანაპირო უამრავი ადგილობრივი და ტურისტი სტუმრობს, რომელთაგან ბევრი ამ ადგილს “მწვანე სამოთხესაც“ეძახის.

მწვანე კონცხზე ზღვის სანაპირო კენჭიანი, წყალი კი საოცრად სუფთა და კრიალა. განსხვავებული ჰავა ხელს უწყობს ზღვის ამ ნაწილში მრავალი სახეობის თევზის არსებობას.  განსაკუთრებული მდებარეობისა და წყლის სისუფთავის წყალობით, მწვანე კონცხთან დაივნგიშესაძლებელია. ასე, რომ, თუ საზღვაო აქტივობები თქვენი ჰობია, ან, უბრალოდ, წყალქვეშა სამყარო გიზიდავთ,  მწვანე კონცხს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

მწვანე კონცხის გარშემო ბევრი კაფე, რესტორანი და სასტუმროა, რაც უფრო კომფორტულს გახდის თქვენს დასვენებას.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

ბოტანიკური8.jpgბოტანიკური4.jpgბოტანიკური1.jpgბოტანიკური7.jpgბოტანიკური6.jpgბოტანიკური5.jpgბოტანიკური3.jpgბოტანიკური2.jpgბოტანიკური10.jpgბოტანიკური9.jpg

გაზიარება