საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

სარფის სანაპირო

სარფის სანაპირო 1.jpg

თუ ზაფხულის შვებულების გატარება მშვიდ და მყუდრო ადგილას გსურთ, სუფთა, კამკამა წყალი და ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები კი თქვენი პრიორიტეტია, ბათუმიდან 20 კილომეტრში, თურქეთის საზღვართან მდებარე სარფის სანაპიროზე უნდა მოხვდე.

სარფის სანაპიროს სიგრძე მხოლოდ 3 კილომეტრია, თუმცა აჭარის სანაპიროებიდან ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი მთაგორიანი ბუნები, წვრილკენჭოვანი სანაპიროთი და გამჭვირვალე წყლი.

სარფი საკურორტო ზონაცაა. ამ  ტერიტორიის  სამკურნალო თვისებებს  ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და სუფთა ზღვა განაპირობებს, აც განსაკუთრებით უხდება სასუნთქი გზების და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს.  

სარფის სანაპიროზე მრავალფეროვანი საზღვაო აქტივობებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ. ასევე, თუ დაივინგის მოყვარული ხარ, წყალქვეშა სამყაროთი ინტერესდებით და ცოტა ექსტრემიც მოგწონთ, სარფის სანაპირო ერ-ერთია, სადაც შეძლებ შავი ზღვის ფსკერისკენ ჩაყვინთო და თვალი შეავლო რიფებსა და თევზებს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

სარფის სანაპირო 1.jpg16. სარფის სანაპირო.jpgსარფი.jpg

გაზიარება