საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ციხისძირის სანაპირო

ციხისძირი 100.jpg

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილება, ხალხმრავლობისგან გაქცევა და ნაკლებად გადატვირთულ სანაპიროზე დასვენება გსურ, მწვანე კონცხზე მდებარე სიმწვანეში ჩაფლულ ციხისძირის სანაპიროს უნდა ესტუმროთ.

ციხისძირის სანაპირო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 25 კილომეტრის, ხოლო ქობულეთიდან 5 კილომეტრის დაშორებიმდებარეობს. მწვანე კონცხის ამ ტერიტორიაზე ზღვისა და მთის ჰაერი  ერწყმის ერთმანეთს და უნიკალური ჰავით გამოირჩევა. ამის გამოა, რომ ურორტზე ზაფხულში უფრო მეტად გრილა, ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში.   ჰავამ და ზღვის ამ ნაწილის განსაკუთრებულმა პირობებმა  თევზების მრავალი სახეობის ბინადრობაც განაპირობა, ზოგჯერ ნაპირთან ახლოს დელფინების ჯგუფსაც შეამჩნევთ.

ციხისძირის სიმწვანით შემოსილი ფერდობებიდან კლდის კალთები ზღვაში ციცაბოდ ეშვება და კონცხს ქმნის, რომელიც  ციტრუსოვანი ბაღებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკის ხეივნებით არის დაფარული.

გასაოცარი ბუნების გარდა, ციხისძირი კულტურული და ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო ადგილია. ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. სახელწოდება ციხისძირიც იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ციხე-ქალაქი იყო გაშენებული. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა პეტრას ციხეა, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

პეტრა 109.jpgპეტრა 110.jpgპეტრა 111.jpgციხისძირი 100.jpgპეტრა 112.jpgციხისძირი 10.jpgპეტრს ციხესიმაგრე.jpgციხისძირი 11.jpgციხისძირი 2.jpgციხისძირი.jpgTsikhisdziri Beach 3.jpgTsikhisdziri Beach 6.jpgTsikhisdziri Beach 1.jpg

გაზიარება