საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

დანდალოს ჩანჩქერი

დანდალოს ჩანჩქერი 10.jpg
easy

დანდალოს ჩანჩქერი აჭარის ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოში, ბათუმიდან დაახლოებით 60 კილომეტრის, ხოლო ქედის ცენტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჩანჩქერამდე მისასვლელად ვიზიტორებს 400-მეტრიანი კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკის გავლა უწევთ, რომელიც ხის კონსტრუქციებით, კიბეებითა და მოაჯირებით არის მოწყობილი. მარტივი მარშრუტი სხვადასხვა ასაკის ვიზიტორს კომფორტულ და სასიამოვნო ლაშქრობის შესაძლებლობას სთავაზობს.

დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადმომავალი ჩანჩქერი მწვანე ტყითაა გარშემორტყმული და კამკამა წყლითა და ბუნებრივი ლოდებით შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ზაფხულის თბილ დღეებში ეს ადგილი კარგია გასაგრილებლად, ბუნებაში დასასვენებლად, პიკნიკის მოსაწყობად და ფოტოგრაფიისთვის. ხეების ჩრდილი, სუფთა მთის ჰაერი და ჩანჩქერის ხმაური განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. დანდალოს ჩანჩქერი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს აჭარის ხელუხლებელი ბუნება და სასიამოვნო დღე გაატაროს მთის ულამაზეს ლანდშაფტებში.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

დანდალოს ჩანჩქერი 1.jpgდანდალოს ჩანჩქერი 11.jpgდანდალოს ჩანჩქერი ქოვერი.jpgდანდალოს ჩანჩქერი 3.jpgდანდალოს ჩანჩქერი 2.jpgდანდალოს ჩანჩქერი 10.jpg

გაზიარება