ცხენით გასეირნება
ცხენით გასეირნება აჭარაში უნიკალური შესაძლებლობაა, მშვიდ გარემოში აღმოაჩინო რეგიონის მრავალფეროვანი ბუნება და სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან დატკბე მისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით. მთიანი ხეობები, კოლხური ტყეები, ალპური მდელოები და პანორამული ხედები საცხენოსნო ტურებს განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მხედრებისთვის.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტი მტირალას ეროვნულ პარკში მდებარეობს, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია და ბათუმიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია განთავსებული. ცხენით გასეირნება შესაძლებელია ასევე კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ღორჯომის ხეობაში და აჭარის სხვა თვალწარმტაც ლოკაციებზე, სადაც თითოეული მარშრუტი ბუნებასთან სიახლოვისა და სიმშვიდის განსაკუთრებულ შეგრძნებას გთავაზობთ.
ბათუმის საცხენოსნო კლუბი ვიზიტორებს სთავაზობს ერთჯერად საცხენოსნო ტურებს, პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ინდივიდუალურ გაკვეთილებს, ფოტოსესიებს ცხენებთან, საინტერესო ექსკურსიებსა და იპოთერაპიას. ცხენით გასეირნება აჭარაში შესანიშნავი საშუალებაა, შეიგრძნო რეგიონის ბუნების სილამაზე, მშვიდი გარემო და აქტიური დასვენების დაუვიწყარი ემოციები.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91