საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“

ციცინათელა.jpg

ქობულეთის ფიჭვნართან ახლოს მდებარეობს ატრაქციონთა პარკიციცინათელა“, რომელიც წარმოუდგენელ ემოციასა და ადრენალინს ჰპირდება როგორც პატარებს, ასევე მოზრდილებსაც. ეს არის  გასართობი პარკი მრავალფეროვანი, სხვადასხვა აქტივობის და სირთულის ატრაქციონებით, რომელთაგან 8 საბავშვოა, 17 საოჯახო,  11 კი ექსტრემალური და მხოლოდ ზრდასრულთათვის არის განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, გასართობ პარკშიციცინათელანებისმიერი ასაკის ადამიანი იხალისებს და კარგ დროს გაატარებს.

ატრაქციონების პარკიციცინათელა“, ძირითადად, ზაფხულში მუშაობს. მას ერთი სეზონის განმავლობაში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი სტუმრობს, რომელთაგან, რასაკვირველია, უმრავლესობა ბავშვია. აქვეა სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბავშვო ლაბირინთიბედნიერი ქალაქი“, ბოულინგი და კარტინგი, სადაც ყველაზე კარგად ერთობიან მეგობრები. უამინდობის შემთხვევაში პარკი აგრძელებს მუშაობას დახურულ შენობებში.

ციცინათელაშიატრაქციონებზე გართობის შემდეგ, სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ და გაგრილდნენ კვების ობიექტებში. აქვეა განთავსებული ყავის სახლი და ბარი.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გაზიარება