საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

საოცრებათა პარკი

31. საოცრებათა პარკი.jpg

თუ ბათუმის ბულვარში ხშირად გაისეირნებთ,  საოცრებათა პარკი თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება. ბულვარის დასაწისში, ნავსადგურთან ახლოს მდებარე პარკში განლაგებულია ტურისტებში მეტად პოპულარული ღირსშესანიშნობები, „ანბანის კოშკი, „ალი და ნინო”, პანორამული ბორბალი, ბათუმის შუქურა და თანამედროვე ქანდაკება “მე, შენ და ბათუმი“, რომელთან ფოტოს გადაღების გარეშე თითქმის არავის ტოვებს ქალაქს.

საოცრებათა პარკი კარგი სასეირნო ადგილია, სადაც შავი ზღვის ნოტიო ჰაერი გაგაგრილებთ. აქ შეგიძლიათ სკვერში განლაგებულ სკამებზე ჩამოჯდეთ და დაისვენო, ან პირიქით, ველოსიპედი თუ მოპედი დაიქირაოთ და დღე აქტიურად გაატაროთ.  

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საოცრებათა პარკი კონცერტებისა და ფესტივალების ჩასატარებელი ადგილია. აქ ხშირად არის ხალხმრავლობა, ლამაზი დეკორაციები და სასიამოვნო მუსიკაც ისმის. ასეთი ფესტივალები და კონცერტები წლის ყველა სეზონზე იმართება, თუმცა, ყველაზე ხშირი მაინც ზაფხულშია. საოცრებათა პარკსეირნობა ფეხითაც ძალიან სასიამოვნოა და ველოსიპედითაც, როცა შეგიძლია სწრაფად და აქტიურად დაათვალიერო პარკის მიდამოები და ღირსშესანიშნაობები, შემდეგ კი  ბათუმის ბულვარის საველოსიპედო ბილიკს შეუერთდე.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

 

გალერია

13. სკულპტურები ბათუმში ალი და ნინო.jpg3. ანბანის კოშკი.jpg26. ალი და ნინო  ღამით.jpgსაოცრებათა პარკი 7.jpgსაოცრებათა პარკი 6.jpgსაოცრებათა პარკი 5.jpgსაოცრებათა პარკი 4.jpgსაოცრებათა პარკი 3.jpgსაოცრებათა პარკი 2.jpgსაოცრებათ პარკი ქოვერი.jpg31. საოცრებათა პარკი.jpgსაოცრებათა პარკი 1.jpg

გაზიარება