საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“

ციცინათელა.jpg

ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარეობს ატრაქციონთა პარკი, რომელიც აუცილებლად დაგიტოვებს შთაბეჭდილებებს და გაგამხიაურულებს. პარკი ენერგიისა და ემოციების დახარჯვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. პარკის სახლეწოდებაა “ციცინათელა”.

“ციცინათელა” სტუმრებს სთავაზობს ატრაქციონების მრავალსახეობას. აქ შეგხვდება როგორც 8 საბავშვო და 17 საოჯახო ატრაქციონები, ასევე 11 ექსტრემალური ატრაქციონებიც დიდებისთვის. სწორედ ამიტომ ატრაქციონების პარკი “ციცინათელა” ნებისმიერი ასაკის ადამიანებს სთავაზობს გართობასა და დროის გატარებას.

ატრაქციონების პარკი ძირითადად მუშაობს ზაფხულის სეზონზე და აქ უამრავი ბავშვი იყრის თავს. ერთ სეზონზე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი სტუმრობს. აქ ასევე მდებარეობს სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბავშვო ლაბირინთი და ბოულინგი.

თუ კი შესვენებას და გაგრილებას გადაწყვეტ, “ციცინათელაში” სტუმრებისთვის აქ მოწყობილია ასევე კვების პუნქტები, ყავის სახლი და ბარი.

გაზიარება