საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ბათუმის ცენტრალური პარკი

1. ცენტრალური პარკი.jpg

ბათუმის ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის გულში, ნურიგელის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ბათუმელებისა და ბათუმის სტუმრებისთვის. პარკი, სადაც ტბის ირგვლივ განლაგებული ბილიკები, უამრავი მცენარე, ულამაზესი ბაღი  და მოსასვენებელი სკამებია, იდეალურია გასასეირნებლად და სხვადასხვა აქტივობების მოსაწყობად. აქვე შესაძლებელია ნავების ქირაობა და ტბაში გასეირნება.

პარკის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო და მის განაშენიანებაზე ევროპელმა მებაღეებმა იზრუნეს. დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქოვანი მცენარე და ხე.  აქვე მდებარეობს ბათუმის დელფინარიუმი, აკვარიუმი, ზოოპარკი და საბავშვო ატრაქციონები, რაც კიდევ უფრო გაგიმრავალფეროვნებთ პარკში გატარებულ დღეებს.
ბათუმის ცენტრალურ ბაღში  განლაგებულია კაფეები, რესტორნები და სასტუმროები, სადაც შეძლებთ დასვენებას, განტვირთვას და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას.

ბათუმის ცენტრალური პარკი არის ადგილი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ბავშვების ჟრიამულია, სიცოცხლე ჩქეფს და სასიამოვნოა დროის გატარება თუ დასვენება.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA

გალერია

ბათუმის ცენტრალური პარკი ქოვერი.jpgბათუმის ცენტრალური პარკი 3.jpgბათუმის ცენტრალური პარკი 2.jpgბათუმის ცენტრალური პარკი 1.jpg1. ცენტრალური პარკი.jpg

გაზიარება