საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

საოცრებათა პარკი

31. საოცრებათა პარკი.jpg

თუ ბათუმის ბულვარში ხშირად გაისეირნებთ,  საოცრებათა პარკი თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება. ბულვარის დასაწყისში, ნავსადგურთან ახლოს მდებარე პარკში განლაგებულია ტურისტებში მეტად პოპულარული ღირსშესანიშნაობები, „ანბანის კოშკი, „ალი და ნინო”, პანორამული ბორბალი, ბათუმის შუქურა და თანამედროვე ქანდაკება “მე, შენ და ბათუმი“, რომელთან ფოტოს გადაღების გარეშე თითქმის არავის ტოვებს ქალაქს.

საოცრებათა პარკი კარგი სასეირნო ადგილია, სადაც შავი ზღვის ნოტიო ჰაერიც გაგაგრილებთ. აქ შეგიძლიათ სკვერში განლაგებულ სკამებზე ჩამოჯდეთ და დაისვენოთ, ან პირიქით, ველოსიპედი თუ მოპედი დაიქირაოთ და დღე აქტიურად გაატაროთ.  

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საოცრებათა პარკი კონცერტებისა და ფესტივალების ჩასატარებელი ადგილია. აქ ხშირად არის ხალხმრავლობა, ლამაზი დეკორაციები და სასიამოვნო მუსიკაც ისმის. ასეთი ფესტივალები და კონცერტები წლის ყველა სეზონზე იმართება, თუმცა, ყველაზე ხშირი მაინც ზაფხულშია. საოცრებათა პარკში სეირნობა ფეხითაც ძალიან სასიამოვნოა და ველოსიპედითაც, როცა შეგიძლიათ სწრაფად და აქტიურად დაათვალიეროთ პარკის მიდამოები და ღირსშესანიშნაობები, შემდეგ კი  ბათუმის ბულვარის საველოსიპედო ბილიკს შეუერთდეთ.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

 

გალერია

13. სკულპტურები ბათუმში ალი და ნინო.jpg3. ანბანის კოშკი.jpg26. ალი და ნინო  ღამით.jpgსაოცრებათა პარკი 7.jpgსაოცრებათა პარკი 6.jpgსაოცრებათა პარკი 5.jpgსაოცრებათა პარკი 4.jpgსაოცრებათა პარკი 3.jpgსაოცრებათა პარკი 2.jpgსაოცრებათ პარკი ქოვერი.jpg31. საოცრებათა პარკი.jpgსაოცრებათა პარკი 1.jpg

გაზიარება