საქმიანი ტურიზმი
ბათუმი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

თევზაობა

თევზები 2.jpg

თევზაობა აჭარაში აქტიური დასვენებისა და ბუნებასთან სიახლოვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. შავი ზღვის მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და მრავალსაუკუნოვანი სათევზაო ტრადიციების წყალობით, რეგიონი როგორც მოყვარულ, ისე გამოცდილ მეთევზეებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. თევზაობა შესაძლებელია ნავით, იახტით ან სანაპიროდან ანკესით. ადგილობრივი მეთევზეები სიამოვნებით გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და გაგიწევენ მეგზურობას.

შავ ზღვაში 180-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კეფალი, ქაფში (ანჩოუსი), სკუმბრია, სარდინა, ლურჯთევზა, ქორჭილა, ზღვის კამბალა და ზღვის ენა. თევზაობისთვის განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთის, გონიოს, კვარიათისა და სარფის სანაპიროები, ასევე ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორია და ნურის ტბა, სადაც კობრი, კეფალი და სქელშუბლა ბინადრობენ.

ბათუმში თევზაობა ადგილობრივი ცხოვრების წესისა და კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქალაქში მდებარე თევზის ბაზარზე ყოველდღიურად შეგიძლიათ შეიძინოთ ახლადდაჭერილი ზღვის თევზი, ხოლო მის მიმდებარედ განთავსებული არაერთი თევზის რესტორანი სტუმრებს შავი ზღვის ავთენტური გემოებითა და ტრადიციული აჭარული ზღვის პროდუქტების კერძებით უმასპინძლდება.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

თევზი 3.jpgთევზი 2.jpgთევზი 1.jpgთევზი.jpgთევზები.jpg2. თევზის ბაზარი.jpgთევზაობა 1.jpg

გაზიარება