არდაგანის ტბა
არდაგანის ტბა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. იგი ხელოვნურად შექმნილი ტბაა და თანამედროვე სახით 2009 წელს მოეწყო. ტბის დიამეტრის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია. მისი მცირე სიღრმის აუზი შექმნილია დეკორატიული და რეკრეაციული დანიშნულებით.
არდაგანის ტბის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ფრანგული ტექნოლოგიით მოწყობილი მოცეკვავე შადრევნები, სადაც სეზონურად ყოველდღიურად იმართება მუსიკის, წყლის, განათებისა და ლაზერული ეფექტების შოუ. საღამოს საათებში ეს წარმოდგენა ქალაქის განათებების ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება.
ტბის ირგვლივ მოწყობილია სასეირნო და ველობილიკები, გამწვანებული დასასვენებელი სივრცეები, კაფეები, რესტორნები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმროები და საცხოვრებელი კომპლექსები. ბათუმის ახალი ბულვარისა და შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვე არდაგანის ტბას ქალაქის ურბანული და რეკრეაციული გარემოს მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. შესაბამისად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91