გოდერძის სათხილამურო კურორტი
გოდერძის სათხილამურო კურორტი საქართველოს ოთხი წამყვანი სათხილამურო კურორტიდან ერთ-ერთია. იგი მდებარეობს მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ბათუმიდან დაახლოებით 115 კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 2 025 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული კურორტი გამოირჩევა უხვი ბუნებრივი თოვლით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებითა და საერთაშორისო დონის თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურით. გოდერძი ასევე ცნობილია ფრი-რაიდის (Freeride) შესაძლებლობებითა და მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, რაც აქტიურ დასვენებასა და ალპური ბუნების სიმშვიდეს აერთიანებს.
კურორტი გოდერძის უღელტეხილის სუბალპურ მდელოებზეა გაშენებული და სტუმრებს ალპური მთების, ტყის მასივებისა და თოვლით დაფარული პანორამების შთამბეჭდავ ხედებს სთავაზობს. სათხილამურო სეზონი, როგორც წესი, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება. კურორტზე ფუნქციონირებს ორი თანამედროვე საბაგირო, რომლებიც ვიზიტორებს ზღვის დონიდან 1 724 მეტრიდან 2 350 მეტრამდე კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. გოდერძის სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა გათვლილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე დამწყებთათვის.
კურორტზე შესაძლებელია:
1. თხილამურებით სრიალი
2. სნოუბორდი
3. ჰელისქი (Heli-Skiing), ვერტმფრენის დახმარებით მაღალმთიან, ხელუხლებელ ფერდობებზე ასვლა და თხილამურებით დაშვება.
4. ქეთსქი (Cat Skiing), სპეციალური თოვლმავალი მანქანის (Snowcat) დახმარებით მთის ფერდობებზე ასვლა და თხილამურებით დაშვება.
5. თოვლში ლაშქრობა
6. თოვლმავლებით გასეირნება
7. ზამთრის სპა და სხვა ზამთრის აქტივობები.
⚠️ გთხოვთ გაითვალისწინეთ, ჰელისქი და ქეთსქით სარგებლობა დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. ვიზიტის დაგეგმვამდე რეკომენდებულია წინასწარ გადაამოწმოთ ხელმისაწვდომობა და სამუშაო საათები.
კურორტზე განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროები, მყუდრო კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები, რაც მას მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ოჯახური, ისე მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი სივრცეები, სუფთა მთის ჰაერი, ფაფუკი ბუნებრივი თოვლი და თვალწარმტაცი პანორამები განსაკუთრებულ ზამთრის ატმოსფეროს ქმნის.
გოდერძის სათხილამურო კურორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურის, მრავალფეროვანი ზამთრის აქტივობებისა და ხელუხლებელი ბუნების შერწყმაა. აქ თითოეულ ვიზიტორს მიიღოს დაუვიწყარი ემოციები და შექმნას განსაკუთრებული მოგონებები.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91