საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

ქეთსკი

ქეთსკი - გოდერძი.png
medium

ქეთსქი (Cat Skiing) გოდერძის სათხილამურო კურორტზე ფრი-რაიდის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ზამთრის აქტივობაა. ზღვის დონიდან 2 350 მეტრამდე სპეციალური თოვლმავალი მანქანით (Snowcat) გადაადგილება საშუალებას გაძლევს მიაღწიო ხელუხლებელ მთის ფერდობებს, სადაც უხვი ბუნებრივი თოვლი და მრავალფეროვანი რელიეფი დაუვიწყარ სათხილამურო გამოცდილებას ქმნის. საქართველოში ქეთსქი პირველად სწორედ გოდერძის სათხილამურო კურორტზე დაინერგა. აქტივობა განკუთვნილია გამოცდილი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის, რომლებიც ბუნებრივ თოვლზე უსაფრთხო და პროფესიონალურად ორგანიზებულ ფრი-რაიდს ეძებენ.

⚠️ ქეთსქით სარგებლობა დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, ამიტომ ვიზიტის დაგეგმვამდე რეკომენდებულია წინასწარ გადაამოწმოთ მომსახურების ხელმისაწვდომობა. დამატებითი ინფორმაციისა და ტურის დაჯავშნისთვის დაუკავშირდით უფლებამოსილ ოპერატორებსა და ზამთრის ექსტრემალური ტურების ორგანიზატორებს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

გოდერძი 175.jpegგოდერძი 172.jpegგოდერძი 171.jpegგოდერძი 79.pngგოდერძი 71.pngქეთსკი - გოდერძი.png

გაზიარება