"გოდერძის" სათხილამურო კურორტი
მართალია ზღვა და მზე აჭარის განუყოფელი ნაწილია, თუმცა აჭარა ასევე მაღალმთიანი რეგიონია, რამაც განაპირობა საქართველოში არსებული ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტის შექმნა.
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 115 კილომეტრში. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 366 მეტრია, ხოლო სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 მეტრია. კურორტზე თხილამურებით სრიალი 5 თვის განმავლობაში, დეკემბერიდან აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.
გოდერძის კურორტზე შეხვდები ორი სახის საბაგიროს. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1 724 მეტრზე, ხოლო ბოლო სადგური- 2 350 მეტრზე მდებარეობს. საბაგიროებით შესაძლებელია 96 ადამიანის ტრანსპორტირება ერთდროულად. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს 10:00-დან 16:00 საათმდე.
საბაგიროთი ასვლის გარდა, შეგიძლია სცადო კეიზბორის მანქანის დახმარებით იგივე „ქეთ სქი“ (CAT SKI) სრიალი. კურორტმა გოდერძიმ საქართველოში პირველმა დანერგა სრიალისთვის კეიზბორის მანქანის გამოყენება.
გოდერძის სათხილამური კურორტი ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან ზამთრის აქტივობებს. კურორტი გაშენებულია ულამაზესი მთის ფერდობებზე, სადაც ბრენდულ სასტუმროებთან ერთად განთავსებულია კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები. ამავდროულად კურორტი ბავშვებისთვისაც საუკეთესო ადგილია დასასვენებლად, რაც გაძლევს იმის საშუალებას რომ ოჯახთან ერთად დატკბე და განიტვირთო სამთო აქტივობებით ან გაერთო და შექმნა საუკეთესო მოგონებები მეგობრებთან ერთად.
მაღალმთიანი აჭარა უხვთოვლიანობით გამოიჩევა, რაც საოცრად მიმზიდველია წლის ამ პერიოდში. ზამთრის კურორტებზე დასვენების მოყვარულებისთვის, გოდერძის სათხილამურო კურორტზე ყველაფერია საუკეთესო შთაბეჭდილებების მისაღებად. შეიგრძენი ნამდვილი ზამთარი თეთრი, ფაფუკი თოვლით და სუფთა ჰაერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს: www.visitajara.com/ka/goderdzi-resort-ajara