ჩირუხის ზიპლაინი
ჩირუხის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრზე შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებითა და ალპური პეიზაჟებით, არამედ ექსტრემალური თავგადასავლებითაც იზიდავს ვიზიტორებს. სწორედ აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც ადრენალინისა და შთამბეჭდავი ხედების მოყვარულთათვის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის.
ზიპლაინის საერთო სიგრძე 1750 მეტრია, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი ლანდშაფტები სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან იხილონ. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წამს შეადგენს, რა დროსაც თვალწინ იშლება მწვანე მთების, ალპური მდელოების, ხეობებისა და ჰორიზონტზე გადაჭიმული პანორამული ხედების უნიკალური სურათი.
ორხაზიანი კონსტრუქცია შესაძლებლობას აძლევს ორ ადამიანს ერთდროულად ისრიალოს, რაც გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესო და ემოციურს ხდის. ზიპლაინი გათვლილია როგორც თავგადასავლების მოყვარულებზე, ასევე იმ ვიზიტორებზე, რომლებსაც სურთ უსაფრთხო გარემოში გამოცადონ ექსტრემალური შეგრძნებები.
ჩირუხის ზიპლაინი აერთიანებს ადრენალინს, ბუნების სილამაზესა და თანამედროვე სათავგადასავლო ინფრასტრუქტურას, რის გამოც ის მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ატრაქციად ითვლება. აქ თითოეული ფრენა შესაძლებლობაა, შეიგრძნოთ თავისუფლება, დატკბეთ დაუვიწყარი ხედებით და შექმნათ განსაკუთრებული მოგონებები.
⚠️ გთხოვთ გაითვალისწინეთ, ჩირუხის ზიპლაინის ფუნქციონირება დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძლიერი ქარის, ნისლის, წვიმის ან სხვა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, ზიპლაინის მუშაობა შესაძლოა დროებით შეჩერდეს. ვიზიტის დაგეგმვამდე რეკომენდებულია წინასწარ გადაამოწმოთ ზიპლაინის ხელმისაწვდომობა და სამუშაო რეჟიმი.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA - ჩირუხის ზიპლაინი
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91