ბათუმის ცენტრალური აგრო-ბაზარი
უნიკალური ბუნების მქონე ქვეყანაში და კერძოდ აჭარის რეგიონში, შეუძლებელია არ შეიგრძნო და არ დააგემოვნო ნატურალური პროდუქტები მისი საუცხოო და საოცარი გემოებით. თუკი საკვების მომზადება გიყვარს, ბათუმში სტუმრობისას შეგიძლია სავაჭროდ გახვიდე ბათუმის ცენტრალურ აგრო-ბაზარში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ადგილია აგრარული პროდუქტის შესაძენად.
აგრო-ბაზარში შესაძლებელია იყიდო ნატურალური, ხარისხიანი და სუფთა ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, მაწონი და სხვ.), ხორცეული, მწვანილები, თევზი, სხვადასხვა სახის სუნელები. მსგავსი ინგრედიენტებით შეძლებ შექმნა საუცხოოდ არომატული და ჯანსაღი კერძები. აქვე შეგიძლია შეიძინო სასაჩუქრე ნაკრები, ტურისტების უმეტესობა ყიდულობს თაფლს, ჩირებს, ჩურჩხელებს და სხვა ნატურალურ ნუგბარს, რომლებიც სამოგზაუროდ მოსახერხებელია.
ჯანსაღი პროდუქტი, შენს მოგზაურობას კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავს გახდის.