საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

ალპური ბოტანიკური ბაღი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი1.jpg

თუ ბუნება გიყვართ და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვაც გსურთ, მაშინ დროა ალპური ბოტანიკური ბაღისკენ გასწიოთ, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

მრავალფეროვანი ადგილობრივი ჰაბიტატებით განთქმულ ალპურ ბოტანიკურ ბაღს დაახლოებით 10 ჰექტარი ტერიტორია აქვს დაკავებული.  ტყის გარდა, აქ შეგხვდებათ მდელოები, ტბები, ჭაობები და სხვ. ბაღის ტერიტორიაზე წარმოდგენილია აჭარის ალპური და სუბალპური ზონებისთვის დამახასიათებელი ველურად მზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარე.

აქვე, 400 კვ. მ ფართობზე მოწყობილია ქვის ბაღი, როკარიუმი, რომელიც საქართველოს ალპური მთების და ქედების ჰაბიტატების სადემონსტრაციო სივრცეს წარმოადგენს. მნახველისთვის სპეციალური ქვებითა და სხვადასხვა მცენარეებით წარმოდგენილი კომპოზიციები უნიკალურსა და გამორჩეულს ხდის ამ ადგილს.

სარეკრეაციო დანიშნულების გარდა, ალპური ბოტანიკური ბაღი ემსახურება ადგილობრივი, მთის  მცენარეთა კოლექციის თავმოყრას  და მათ გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნით. ბაღი ასევე უზრუნველყოფს გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დაცვასა და შენარჩუნებას.

ალპურ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორებისათვის მოწყობილია სასეირნო ბილიკები და  მოსასვენებელი სივრცეები, ასევე გამოყოფილია საპიკნიკე და საკარვე ადგილები. 

ალპურ ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში თაფლის წარმოების ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას  და ასევე შეიძინოთ ჯარას ველური თაფლი.  

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

 

გალერია

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი2.jpgგოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი1.jpgგოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი5.jpgგოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი4.jpgგოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი3.jpg

გაზიარება