დარჩიძეების ციხე
დარჩიძეების ციხე არის კიდევ ერთი შუასაუკუნეების ნაგებობა, რომელიც ჩვენამდეა შემორჩენილი. იგი მდებარეობს სოფელ დარჩიძეებში, შუახევის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მარეთის ხეობაში, რომელიც ბათუმად 104 კილომეტრით არის დაშორებული, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე. დარჩიძეების ციხე გაშენებულია მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს.
დარჩიძეების ციხე თარიღდება XII-XII საუკუნეებით. ამ ადგილს ძველად ასევე ეწოდებოდა გოგოლაური. ახლა კი მას მთისუბანსაც ეძახიან. როგორც ყველა სხვა ციხეების უმეტესობა დარჩიძეების ციხეც სამი მხრიდან მიუვალია და მასზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ერთი სავალი ნაწილიდან, ეს იყო ციხეების შენების ადგილმდებარეობის სტრატეგიული გათვლა თავდასაცავად. კლდის შუაში ციხეს აქვს წაგრძელებული ტრაპეციის ფორმა.
დარჩიძეების ციხიდან შესამჩენავად ჩანს 1,5 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, სავარაუდოდ ციხე საკონტროლო პუნქტის ფუნქციასაც ასრულებდა.