საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

პეტრას ციხესიმაგრე

პეტრას ციხესიმაგრე 1. .jpg

თუ კი ციხისძირში აპირებ დასვენებას და ცურვას, აუცილებლად იქნება ციხისძირის ღირსშესანიშნაობის ნახვა ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა შენი დღის გეგმების სიაში.

ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში აშენდა. იგი გამორჩეული იყო მისი სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. 

პეტრას ციხე-სიმაგრე მდებარეობს ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე. ციხიდან იშლება საოცარი ხედი შავი ზღვის ჰორიზონტზე. პეტრას ციხე როგორც მუზეუმი ფუნქციონირებას იწყებს 1989 წელს. აქ დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ნიმუშები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია ოქროს ჩარჩოში ჩასმული ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება. ციხე მოიცავს ბრინჯაოს ხანიდან - შუა საუკუნეების ჩათვლით არსებულ ნიმუშებს, არქიტექტურულ დეტალებს, მოზაიკის ფრაგმენტს, კერამიკულ ნიმუშებსა და სხვ.  

მიუხედავად მრავალი ომისა და ბრძოლისა, ციხე-სიმაგრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. 

 

გაზიარება