ანბანის კოშკი
თუ გსურს ბათუმისა და შავი ზღვის პანორამული ხედით დატკბობა და დათვალიერება აუცილებლად უნდა ესტუმრო ანბანის კოშკს. იგი მდებარეობს ბათუმის ბულვარში, “ალი და ნინო” -ს ქანდაკების და პანორამული ბორბალის სიახლოვეს. შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მყოფი ეს არაჩვეულებრივი კოშკი აშენებულია 2011 წელს ალბერტო დომინგო კაბოს მიერ. ანბანის კოშკის სიმაღლე 130 მეტრია.
მისი ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კოშკზე გამოსახულია ქართული ანბანის 33 ასო. ანბანის ფორმა არის ანალოგი დნმ-ის სტრუქტურის, რაც მას მეტ დინამიკასა და ხიბლს სძენს. კოშკი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო მოდერნისტული არქიტექტურული შედევრია და ის აჭარის სიმდიდრის ნაწილს წარმოადგენს.
Კოშკის ზედა ნაწილში, რომელიც მრგვალი ფორმისაა, განსაკუთრებით მიმზიდველია ტურისტებისთვის, ვინაიდან აქედან შეძლებ ისიამოვნო 360 გრადუსით საუკეთესო ხედებით ქალაქზე. ასევე განთავსებულია მბურანავი პანორამული რესტორანი და ობსერვატორია. ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ რესტორანი 360 გრადუსით მოძრაობს ერთი საათის განმავლობაში და სტუმრებს აძლევს საშუალებას დაათვალიერონ ბათუმის ყველა ხედი.
კოშკში ასევე განთავსებულია VIP ოთახები და ამავდროულად შესაძლებელია სხვადასხვა კონფერენციების გამართვა. სტუმრები, რომლებიც ობსერვატორიასა და რესტორანს სტუმრობენ შესაძლებლობა ეძლევათ შეიგრძნონ და დატკბნენ ულამაზესი ხედებით. კოშკის მრგვალი ნაწილი დღისით ზღვის და ცის ფერია, ხოლო ღამე ის განათებულია სხვადასხვა ფერებით, რაც ღამის ბათუმს უფრო მეტად ახალისებს და მიმზიდველს ხდის.