საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ალი და ნინოს ქანდაკება

13. სკულპტურები ბათუმში ალი და ნინო.jpg

ბათუმი ნამდვილად სკულპტურების ქალაქია. ქალაქში სეირნობისას არ არსებობს თვალი არ შეავლო მის ულამაზესს ღირებულებებსა და დიდებულ სკულპტურებს. მათ შორის ერთ-ერთი გასაოცარი სკულპტურა, რასაც ბათუმში შეხვდები არის “ალი და ნინო”. იგი აუცილებლად დაგიტოვებს დაუვიწყარ შეგრძენებასა და აღფრთოვანებას. ის მდებარეობს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან და პანორმაულ ბორბალთან ახლოს 50 მეტრში. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ეს  ქანდაკება სინქრონულად მოძრავი ღირსშესანიშნაობაა მთელს შავი ზღვის კურორტზე.

ქანდაკება ერთ-ერთი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის ნამუშევარია. სკულპტურა მოიცავს ქალისა და მამაკაცის 8 მეტრიან ფიგურას, რომლებიც ერთმანეთს კვეთავენ და ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი მეორდება გაუჩერებლად ყოველ 10 წუთში. ქანდაკება აგებულია მსუბუქი გამჭირვალე ლითონით. მისი კონსტრუქცია საოცარ გავლენას ახდენს მნახველეზე, ყველა ფიქრობს რომ ლითონის ნაწილები რაღაც ძალით ჰაერშია გამოკიდებული და ცდილობენ ამოხსნან როგორ არის ეს შესაძლებელი.

“ალი და ნინო” სახელი გაჩნდა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანიდან. იგი მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსლიმანის ალი შარვაშირისა და ქართველი ქრისტიანის ნინო ყიფიანის სიყვარულზე. რომანში მოთხრობილი მოვლენები კი ვითარდება კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.

მონუმენტი წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს, მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. ეს სიმბოლიკა და ქანდაკების ასეთი სინქრონულად მამოძრავებელი ძალა ნამდვილად დაგიტოვებს შთაბეჭდილებებს, რომლებიც დაუვიწყარი იქნება.

გალერია

ალი და ნინო ქოვერი.jpgალი და ნინო 2.jpgალი და ნინო 1.jpg13. სკულპტურები ბათუმში ალი და ნინო.jpg31. საოცრებათა პარკი.jpg26. ალი და ნინო  ღამით.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება