საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ასტრონომიული საათი

22. ასტროლოგიური საათი.jpg

ბათუმის ლამაზ ქუჩებში სეირნობისას აღმოაჩენ ულამაზეს შენობებს, ძეგლებსა და სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობას. მათგან ერთ-ერთი საუცხოო ღირსშესანიშნაობა, რომელიც დიდ ინტერესს იწვებს ტურისტებში არის ასტრონომიულ საათი. იგი მდებარეობს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის კოშკის თავზე. ის იმდენად საუცხოოა, რომ თვალს არ გამოეპარება და აუცილებლად მოგინდება შეჩერდე მის წინ. ასტრონომიული საათი წლის ნებისმიერ სეზონზე საკმაოდ ლამაზია და უფრო მეტ ეშხს სძენს ბათუმის ქუჩებს.

ბათუმის ასტრონომიული საათი არის აღჭურვული სპეციალური მექანიზმით, რომელიც ზუსტი დროის ჩვენებასთან ერთად, ასევე აჩვენებს ასნტრონომიულ ინფორმაციას. ყველა მნახველს შესაძლებლობა აქვს იხილოს და გაიგოს მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგების შესახებ. საათის წინ დგას დაფა, სადაც ახსნილია საათის დანიშნულება და მისი გამოყენების წესები, ასე რომ თუ ასტრონომიაში ვერ ერკვევი მაგრამ გაინტერესებს რა ინფორმაციებია განთავსებული საათზე აუცილებლად გექნება შესაძლებლობა ამის გასარკვევად.

საათი ასევე აჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ჩასვლასა და ამოსვლის დროს, მთვარის ასაკსა და მის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო. მსგავსი საათის არსებობა საკმაოდ იშვიათია და შენ გექნება შესაძლებლობა ის აღმოაჩინო ბათუმში.

საათი 2010 წელს გერმანიაში შეუკვეთეს და მისი დამზადება 1 700 000 ლარი დაჯდა. Ბათუმში მდებარე დამონტაჟებული ასტრონომიული საათი ისეთევია, როგორც პრაღის რატუშაზე არსებული საათი.

გალერია

ასტრონომიული საათი 2.jpgასტრონომიული საათი 1.jpg22. ასტროლოგიური საათი.jpg39 ასტროლოგიური საათი.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება