საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

სკულპტურები ღია სივრცეში

სკულპტურები ღია სივცრეში ქოვერი.jpg

ბათუმი ნამდვილად ხელოვნების თავშეყრის ადგილია. ბულვარში მრავალი სკულპტურა შეგხვდება, რომლებიც მას  უფრო მეტ სილამაზეს სძენს.

ბულვარში არსებული ქანდაკებები:
“ქალი ველოსიპედით” - ულამაზესი კაბითა და ქოლგით მჯდომი ქალი, განთავსებულია შადრევნის ცენტრში.

“შეყვარებული ქანდაკება” - კაცისა და ქალის სკულპტურა ბულვარში შავი ზღვის ჰორიზონტს გაყურებს.

“მე, შენ და ბათუმი” - ბათუმში ყავის სმის კულტურის აღმნიშვნელი სკულპტურა, სადაც ქალი და მამაკაცი მაგიდასთან ერთად მიირთმევენ ყავას. (ანბანის კოშკის სიახლოვეს)

“დელფინები” - ბათუმის სიმბოლოდ ქცეული სკულპტურა ქოლგით.

“ფერია”  - ცენტრალური შადრევნის გასვრივ მდებარე ქალი ფრთბით.

“მიხეილ დალფონსი” - ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის განაშენებასა და დაგეგმარებაში წვლილის შემტანი, რომელიც “ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიად მონათლეს”.

ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი სკულპტურაა ერთ-ერთი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის მიერ შექმნილი “ალი და ნინო” - მოძრავი სკულპტურა წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს. ის შედგება ქალისა და მამაკაცის მსუბუქი ლითონის 8 მეტრიან ფიგურებს.

“მედეას ქანდაკება” - ევროპის მოედანზე მდგომი სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლო.

“როტაცია” - იუსტიციის სახლთან მდგომი მოძრავი სკულპტურა გამოხატავს დროს, რომლის შეჩერებაც ადამიანს არ შეუძლია.

“ნეპტუნის შადრევანი” - შადრევანი შედგება 5 ფრაგმენტისგან. მის ცენტრში მოთავსებულია კვარცხლბეკზე მდგომი ნეპტუნის ქანდაკება. იგი მოოქროვილია და საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მის ქვემოთ მოთავსებულია სხვადასხვა ფუგურებიც.

გალერია

4.სკულპტურა ღია სივრცეში.jpgსკუპტურა ღია ცისქვეშ (2).jpgსკუპტურა ღია ცისქვეშ (3).jpgსკუპტურა ღია ცისქვეშ (4).jpgსკუპტურა ღია ცისქვეშ (6).jpgსკულპტურები ღია სივცრეში4.jpgსკულპტურები ღია სივცრეში ქოვერი.jpgსკულპტურები ღია სივცრეში 3.jpgსკულპტურები ღია სივცრეში 2.jpgსკულპტურები ღია სივცრეში 1.jpg

გაზიარება