საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

ნავით გასეირნება მწვანე ტბაზე

ნავით გასეირნება მწვანე ტბა.jpg

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე მდებარეობს განსაკუთრებული ფერით გამორჩეული და გასაოცარ ბუნებაში ჩაფლული მწვანე ტბა.  აქ წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. 

მწვანე ტბაზე შესაძლებელია ოთხადგილიანი ნავითა და კატამარანით გასეირნება,  რაც 30 წუთის განმავლობაში გრძელდება.
მწვანე ტბაზე ნავით გასეირნება საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის,  ლამაზი ფოტოების გადასაღებად და უბრალოდ კარგი მოგონებების შესაქმნელად.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA

 

გაზიარება