საქმიანი ტურიზმი

საერთაშორისო ჯილდოები

ანბანის კოშკი 1.jpg

ტურისტული მიმართულება Visit Batumi სულ უფრო მეტ საერთაშორისო აღიარებას იძენს. ბოლო წლებში ქალაქ ბათუმმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, რამაც განამტკიცა მისი სახელი, როგორც ტოპ ტურისტული მიმართულება.

 

 

 

 

 

ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების 2022 წლის ჯილდო მოიპოვა 29-ე World Travel Awards-ის  გალა ცერემონიაზე ომანის დედაქალაქ მუსკატში.

 

 

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი 2022 წლის ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა.

2022 წელს ბათუმმა World Travel Awards პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში - „ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულება."

პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

 

2019 წელს ბათუმმა World Travel Awards პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში - „ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულება."

The New York Times-მა ბათუმი დაასახელა 52 მიმართულებას შორის, რომელსაც უნდა ეწვიოთ 2019 წელს.

ბინების პოპულარული გაქირავების პლატფორმა Airbnb-მ ბათუმი 2019 წელს მოსანახულებელ 19 მიმართულებას შორის დაასახელა.

National Geographic Traveler-ის პოლონურმა გამოცემამ ბათუმი 2018 წელს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა.

 

ისრაელის წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

გალერია

720-9.png720-8.png720-7.png720-6.png720-5.png720-4.png720-3.png720-2 (1).png720-1.png

გაზიარება