საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

შოპინგი

1. შოპინგი.jpg

შოპინგი

თუ შოპინგის მოყვარული ხარ ბათუმი ამისათვის საუკეთესო ქალაქია. Ძველ ბათუმის ტერიტორიაზე შეხვდები ქართველი და უცხოელი დიზაინერების ბუტიკების ფართო არჩევანს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო ვიზიტორებში. Ამავდროულად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და სხვადასხვა უბნებში მრავლადაა საინტერესო ბუტიკები.

ყოველწლიურად ტურისტების მატებასთან ერთად ქალაქს ემატება სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო ბრენდები. ზაფხულის სეზონზე ულამაზეს ქალაქში სეირნობა და შოპინგი ორი საუკეთესო აქტივობაა ბევრი ვიზიტორისთვის.

Ბათუმში რამდენიმე გამორჩეული სავაჭრო ცენტრია, სადაც სხვადასხვა მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდების ფართო არჩევანი: ქალისა და მამაკაცის ტანისამოსი, საბავშვო, კოსმეტიკური, სამკაულები, თავის მოვლა და სხვა.
Სავაჭრო ცენტრებში ამავდროულად განთავსებულია კვებისა და გასართობი ობიექტებიც. Პოპულარული სავაჭრო ცენტრებია: “ბათუმი მოლი”, “ბათუმი პლაზა”, “მეტრო სითი”, “ბათუმი ცენტრალი” და სხვა.

გაზიარება