საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

ქედის მუნიციპალიტეტი

ედის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია მრავალფეროვანი ბუნებრივი მშვენიერებისა და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. აქ შეხვდები უძველეს ციხე-სიმაგრეებს და აჭარისთვის დამახასიათებელ შუასაუკუნოვან თაღოვან ხიდებს, რომლითაც დღემდე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.
12 m
12 C
~12

ედის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია მრავალფეროვანი ბუნებრივი მშვენიერებისა და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. აქ შეხვდები უძველეს ციხე-სიმაგრეებს და აჭარისთვის დამახასიათებელ შუასაუკუნოვან თაღოვან ხიდებს, რომლითაც დღემდე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობას აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ქედა. ქედის მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, მდიდარი ისტორიით და მომხიბვლელი ატმოსფეროთი, იგი პოპულარული ადგილია მოგზაურთათვის. 

მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალია ღომა, რომლის სიმაღლე 2441 მეტრია. იგი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩება. ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში ტყის მასივის მოცულობით. ამ ტერიტორიაზე შეგხვდება წითელ წიგნში შეტანილი, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები. 

ქედა ულამაზესი ბუნება შესაძლებლობას იძლება სხვადასხვა გარე აქტივობების განსახორციელებლად. აქ მრავლად არის ადგილები ლაშქრობისთვის და ასევე მცირე გასვლების მოსაწყობად. მუნიციპალიტეტი კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მახუნცეთის ჩანჩქერთან ახლოს მდებარე, მახუნცეთის უძველესი თაღოვანი ხიდი.

კულტურის და ისტორიის უკეთ შესასწავლად აუცილებლად უნდა მოინახულო ქედის ისტორიული მუზეუმი, სადაც რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალაა დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავენ სხვადასხვა პერიოდებს, უძველესი დროიდან დღემდე. აქ ასევე შესაძლებელია იხილო შრომის იარაღები, ნუმიზმატური ნიმუშები, გეოლოგიური კოლექცია, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, აჭარული ეთნოგრაფიულ მასალები და სხვ.

გალერია

ქედის მუნიციპალიტეტი 7.jpgქედის მუნიციპალიტეტი 5.jpgქედის მუნიციპალიტეტი 3.jpgქედის მუნიციპალიტეტი 2.jpg

გაზიარება