საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტი

მთის ცხოვრების შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შუახევის მუნიციპალიტეტია. იგი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი სილამაზით და ხედებით.
923 m
22 C
~100

მთის ცხოვრების შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შუახევის მუნიციპალიტეტია. იგი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი სილამაზით და ხედებით.

შუახევის მუნიციპალიტეტი ბათუმიდან 67 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 420 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს. შუახევის ადმინისტრაციული ცენტრია შუახევის დაბა, სადაც განთავსებულია ადმინისტრაციული ცენტრი, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, ასევე მცირე საწარმოები. 

სახელწოდება „შუახევი“ სწორედ მის ადგილმდებარეობას გადმოსცემს, ვინაიდან დაბა მოქცეულია მთებს შორის. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი. შუახევის მაღალი მთების სიმაღლეებია: ხევა (2812 მ), რომელიც მდებარეობს შავშეთის ქედზე და თაგინაური (2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.

შუახევის მუნიციპალიტეტში კლიმატი გამოირჩევა შედარებით ნაკლებად ნოტიო, ხეობის გასწვრივ გავრცელებული, ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავით. ამ ტერიტორიაზე უმეტესად არის ცხელი და მშრალი ზაფხული, ხოლო ზამთარი კი შედარებით თბილი.

შუახევის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას, გარდა ბუნებრივი სილამაზისა, შემორჩენილია და შეგიძლია მოინახულო შუა საუკუნეების ციხესიმაგრეების ნანგრევები, ასევე უძველესი ხის კონსტრუქციით შექმნილი „ხაბელაშვილების ხიდი“. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჭვანას ხეობა, მარეთი, ნიგაზეული და გომარდული, რომელიც ზამთრის პერიოდში პოპულარული სათხილამურო კურორტია.

გაზიარება