ბათუმის პორტი
რა არის საზღვაო ქალაქი პორტის გარეშე? ერთ-ერთი ისტორიული, საინტერესო და ფუნქციური ადგილი ბათუმის საზღვაო პორტია, სადაც ხორციედლება ტვირთების გადატანა მაღალტექნოლოგიური კონტეინერებით.
ბათუმის საზღვაო სავაჭრო ისტორია რომის იმპერიიდან მოყოლებული არსებობს. იგი რომაელების სავაჭრო ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი იყო. ის ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ იყო რადგან ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობით.
1878 წელს იგი პირველად გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ. შემდგომ პერიოდში მოხდა მისი უკეთ განვითარება. მისი განხორციელება დაიწყო 1885 წელს. პორტის განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენა ნავთობი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და სავაჭრო გზის განვითარებას.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის ნავსადგური გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავი ზღვის აუზზე ტვირთბრუნვის მაჩვენებლის მიხედვით. მოგვიანებით ასევე აშენდა 5 ნავმისადგომი და გაიზარდა ტვირთბრუნვა.
ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმა წყილიან უბეში, რაც ხელს უწყობს დიდ ტონიანი გემების მიღების საშუალებას, ასევე პორტი კარგად არის დაცული სანაპიროდან.
ბათუმის პორტთან მდებაორეობს ასევე იახტკლუბი. აქ შესაძლებელია იახტის დაქირავება და მისით გასეირნება ორი მიმართულებით, რომლებიცა ბულვარის მიმართულება და ბოტანუკური ბაღის მიმართულება. ბულვარის გასწვრივ შესაძლებლობა გექნება დატკბე ქალაქისა და ზღვის ხედით, ხოლო ბოტანიკური ბაღის მიმართულებით დატკბე მთებით, ბუნებითა და ზღვის ჰორიზონტით.