საქმიანი ტურიზმი

ახალი წლის ღამე ბათუმში

ახალი წლის ღამე ბათუმში (13).jpg

ზამთარია, თოვლია და თუ ამ დროს ბათუმში მოგზაურობას გეგმავთ, ლურჯი ზღვა და თოვლის საბურველით დაფარული პლაჟები, დათოვლილი პალმებისა და მარადმწვანე მაგნოლიის ხეების ულამაზესი პეიზაჟები სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.

ზამთარი ბათუმში განსაკუთრებული სიმყუდროვით და თუმცა სხვადასხვა საახალწლო პროგრამებით და დატვირთული აქტივობებითაა გამორჩეული. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მატულობს ქალაქის სტუმრების რაოდენობაც, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან თუ სხადასხვა ქალაქებიდან სწორედ ახალი წლის შესახვედრად ჩამოდიან. ბათუმმა სახელი გაითქვა საახალწლო ღონისძიებების მასშტაბებით. ღია ცის ქვეშ, ევროპისა და საოცრებათა პარკის მოედნებზე ტარდება გრადიოზული კონცერტები. ქალაქში განთავსებული კაფე-რესტორნები და მაღალი კლასის სასტუმროები საახალწლო დღეებში განსაკუთრებული შემოთავაზებებითა და გასართობი ღონისძიებებით იზიდავენ სტუმრებს.

იანვრის პირველ დღეებში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ფოლკლორული შოუები, თოჯინების სპექტაკლები და მოძრაობის თეატრის სპეციალური წარმოდგენები იმართება, სადაც დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთელი თვის განმავლობაში პატარებისათვის სპეციალური საახალწლო შოუები იმართება.

გალერია

ახალი წლის ღამე ბათუმში (7).jpgახალი წლის ღამე ბათუმში (8).jpgახალი წლის ღამე ბათუმში (11).jpgახალი წლის ღამე ბათუმში (12).jpg

გაზიარება