საქმიანი ტურიზმი

კულტურული ტურიზმი

პიაცა - კულტურა.png

ბათუმი მიმზიდველი ტურისტული ადგილია, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ქალაქი უძველესი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავია, თავისი ისტორიული პორტით, ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტიკური ხანიდან შემორჩენილ ისტორიულ ძეგლებზე, მსოფლიო დონის სასტუმროებზე, რესტორნებზე, კაფეებსა და ბარებზე. მას არამარტო სუბტროპიკული კლიმატის, სანაპიროების, ზღვისა და მთის კომბინაციის, გულღია და სტუმართმოყვარე ხალხის გამო სტუმრობენ, არამედ იმიტომ, რომ აქ შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ კულტურულ აქტივობებში, როგორიცაა ფესტივალები და კონცერტები როგორც მსოფლიოში ცნობილი, ასევე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

ყოველწლიურად ბათუმი მასპინძლობს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს“, ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს „ღამის სერენადები“, ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი” და სხვა თემატურ და სეზონურ ფესტივალს.

ბათუმს წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი შემსრულებლები სტუმრობდნენ, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო, ჯემიროქუაი, მეისი გრეი, პროდიჯი, ქუინსი ჯონსი, სნუპ დოგი, ლორინ ჰილი, ჯო სთოუნი, დე ლა სოული, მარუნ ფაივი, სტინგი, ერიკა ბადუ და სხვები.

წარსულისა და აწმყოს კულტურული კვეთა აჭარაში წარმოდგენილია არაერთი ხალხური დღესასწაულით - „შუამთობა“, ,,კოლხობა’’, ,,ტბელობა”, ,,სელიმობადა სხვა, თუმცა ზოგიერთი დღესასწაულის არსებობის კვალი მხოლოდ მასთან დაკავშირებულმა წეს-ჩვეულებებმა და რიტუალებმა შემოინახეს. მოსახლეობამ კარგად შემოინახა ასევე უძველესი ხალხური მუსიკალური კულტურა, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია. აჭარის ხალხური მუსიკალური ხელოვნება მოიცავს როგორც მარტივ, ასევე პოლიფნიურ სიმღერებს. სიმღერა თან ახლდა ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს, შრომით საქმიანობას თუ ყოფითი კულტურის სხვა ასპექტებს.

აჭარის ფოლკლორში გამორჩეული ადგილი უჭირავს ხალხურ ქორეოგრაფიას. ცეკვები, ძირითადად, სრულდებოდა თავყრილობების, გართობა-სანახაობების, საოჯახო და სასოფლო დღესასწაულების დროს.  აქ ხალხურმა ქორეოგრაფიამ შემოინახა ხალხური დრამის ელემენტები, რომლებიც ასახავენ ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს, შეხედულებებს გარესამყაროზე, უკავშირდებიან სხვადასხვა უძველეს ღვთაებებს და ინახავენ რიტუალების სიმბოლურ მნიშვნელობას.

ზოგადად ქართული და მსოფლიო ერების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრსა და ბათუმის დრამატულ თეატრში წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიება იმართება, რასაც ემატება ჩვენი დროის ქართველი და უცხოელი ცნობილი არტისტების წარმოდგენები. სწორედ ამიტომ, ბათუმი ნამდვილად არის ქვეყნის კულტურული ჰაბი.

გალერია

ზაფხულის ფესტივალი 1.jpgზაფხულის ფესტივალი 2.jpgზაფხულის ფესტივალი 6.jpgზაფხულის ფესტივალი 5.jpgზაფხულის ფესტივალი 4.jpgზაფხულის ფესტივალი 3.jpgზაფხულის ფესტივალი 9.jpg14. დრამატული თეატრი.jpg1. თოჯინების თეატრი (2).jpgზაფხულის ფესტივალი 7.jpgკულტურის ცენტრი - ოპერამუსიკის და ხელოვნების ფესტივალი 7.jpgმუსიკის და ხელოვნების ფესტივალი 5.jpgმუსიკის და ხელოვნების ფესტივალი 2.jpgზაფხულის ფესტივალი 10.jpg

გაზიარება