საქმიანი ტურიზმი - MICE
საქმიანი ტურიზმი (MICE) არის მოგზაურობა, რომელიც დაკავშირებულია საქმიან გამოფენებთან, შეხვედრებთან, წამახალისებელ აქტივობებთან, კორპორატიულ ღონისძიებებთან, სემინარებთან, კონგრესებთან.
წარსულში კომერციული მოგზაურობა გავრცელებული იყო სასოფლო-სამეურნეო ან ტექნოლოგიური პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვისთვის. ამ ტიპის კომერციულმა ურთიერთობამ შუა საუკუნეებში წარმოშვა პროდუქციის ბაზრობები და გამოფენები, შესაბამისად მოსახლეობას უწევდა გადაადგილება უკვე სავაჭრო მიზნებისთვის. სინამდვილეში, ზოგიერთი დიდი ბაზრობა, რომელიც დღეს საერთაშორისოა, სათავეს სწორედ იმ დროიდან იღებს.
თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიულად მეტად ხელსაყრელ მდებარეობას და იმ ფაქტს, რომ აქ გადიოდა უძველესი აბრეშუმის გზა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს აქვს ნათელი მომავლი MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე. ეს პატარა, მაგრამ გამორჩეული ქვეყანა თავისი შესანიშნავი რეგიონებით, როგორც მაგალითად აჭარაა, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს MICE ტურიზმით დაინტერესებულთა შორის.
საერთაშორისო ბრენდისა და ადგილობრივი სასტუმროები, უცხო ენების მცოდნე კადრები, საჯარო სექტორის რეფორმების ფართო სპექტრი, გამორჩეული სამზარეულო და უნიკალური ღვინო, განსაცვიფრებელი პეიზაჟები, ადამიანებისადმი დამოკიდებულება და სითბო, ისტორია, სტუმართმოყვარე მასპინძლები, თანამედროვე და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო გარემო - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორია MICE ტურიზმის განვითარებისათვის.
MICE ტურიზმი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აჭარისა და ბათუმისთვის. ვითარდება საერთაშორისო ბიზნესის დონე საქართველოში, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, შენდება მეტი სასტუმრო. ეს დანიშნულების ადგილი გთავაზობთ უნიკალური მოგზაურობის გამოცდილებას. ბათუმი იზიდავს დიდ კორპორაციებს, იმართება კონფერენციები და ბიზნესის წამახალისებელი აქტივობები, აქ ჩამოსული საქმიანი ადამიანები ეზიარებიან ავთენტურ ქართულ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას. აქაური ღვინო, საკვები, მუსიკა და ღირსშესანიშნაობები საქმიან მოგზაურობასაც კი უფრო მეტად სასიამოვნოს და სახალისოს ხდის.