საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ევროპის მოედანი

5. ევროპის მოედანი.jpg

თუ არქიტექტურის მოყვარული ხარ აუცილებლად უნდა გაისერნო ბათუმის ევროპულ მოედანზე, სადაც შეძლებ საუცხოო ფოტოების გადაღებასა და უმშვენიერი არქიტექტურით ტკბობას. ევროპის მოედანი არა მხოლოდ ტურისტებისთვისაა საინტერესო, ასევე ის აქაური მკვიდრი მაცხოვრებლების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

ევროპის მოედანი მდებარეობს მემედ აბაშიძის გამზირზე. იგი გარშემორტყმულია XIX - XX საუკუნის არქიტექტურით. ეს ტერიტორია ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

აქ ასევე დგას მედეას ქანდაკება, რომელიც ბათუმის კულტურული ძეგლია. მას კოლხეთის დიდებისა და კულტურული განვითარების სიმბოლო - ოქროს საწმისი უჭირავს. მოედანს მისი სახელითა და მედეას ქანდაკებით შეუძლია იმის დამტკიცება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და მისი კავშირები ევროპაში უძველესი დროიდან მოდის. ქანდაკება ასევე გამოხატავს ქართველთა სულისკვეთებასა და მისწრაფებას ევროპისკენ და უკეთესი მომავლისკენ. აქ ასევე განთავსებულია დიდი შადრევანი, რაც უფრო მეტ ხიბლს სძენს მოედანს.

მოედანი გარშემორტყმულია ულამაზესი სასტუმროებით, რესტორნებით და კაფეებით, სადაც შესაძლებელია, როგორც ქართული, ასევე სხვა ეროვნების კერძების დაგემოვნება.

ევროპის მოედანზე ასევე იმართება მრავალი ფესტივალი და კონცერტები. განსაკუთრებით აქ თავს იყრის უამრავი ბათუმელი და ტურისტი საახალწლო კონცერტების დროს. ასე რომ ევროპის მოედანზე გასეირნება და კონცერტების დასწრება ნებისმიერ დროს ზაფხულსა თუ ზამთარს შესაძლებელია.

ნამდვილიდი განტვირთვისთვის, ლამაზი შენობების დასათვალიერებლად და კარგი და შესანიშნავი ფოტოების გადასაღებად აუცილებლად უნდა ეწვიო ევროპის მოედანს.

გალერია

ევროპის მოედანი ქოვერი.jpgევროპის მოედანი 1.jpgევროპის-მოედან-2.jpgევროპის-მოედან-1.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება