კემპინგი
აჭარა იდეალური მიმართულებაა ბუნებაში დასვენებისა და კემპინგის მოყვარულთათვის. რეგიონის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, ხელუხლებელი ტყეები, მდინარეები და მაღალმთიანი ხედები უნიკალურ გარემოს ქმნის ღია ცის ქვეშ დასვენებისთვის. კემპინგის მოწყობა შესაძლებელია აჭარის ეროვნულ პარკებში, მათ შორის მტირალას ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებსა და მაჭახელას ეროვნულ პარკში, სადაც სპეციალურად გამოყოფილი საკემპინგე სივრცეები და ტურისტული ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.
მრავალდღიანი მარშრუტების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია ტურისტული თავშესაფრები, რომლებიც უსაფრთხო და კომფორტულ განთავსებას უზრუნველყოფს. ბუნებაში დასვენების მსურველებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კეთილმოწყობილი საპიკნიკე ადგილებით, ხოლო მათთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვეს მეტი კომფორტით ამჯობინებს, რეგიონში გლემფინგის ობიექტებიც ფუნქციონირებს.
კარვის გაშლა მთის წიაღში, დილის სუფთა ჰაერი, ფრინველების ხმა და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა აჭარაში კემპინგს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. აქ თითოეულ ვიზიტორს შეუძლია ბუნებასთან ჰარმონიაში გაატაროს დრო და აღმოაჩინოს რეგიონის გამორჩეული ბუნებრივი სილამაზე.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91