საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუზეუმი

ქობულეთის მუზეუმი (4).jpg

თუ ისტორიისა და აღმოჩენების მოყვარული ხარ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულო ქობულეთის მუზეუმი. იგი მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე. მუზეუმი  მოიცავს უამრავ საინტერესო ნიმუშს, რომელიც აღმოჩენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. წარმოდგენილი ნიმუშები იწყება ბრინჯაოს ხანიდან და მთვრდება შუა საუკუნეების ხანამდე.

მუზეუმში შესაძლებლობა გექნება ნახო უძველესი კერამიკა, ისტორიული მონეტები, ძველი საბრძოლო იარაღები, უძველესი ხელნაწერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, ისტორიული ფოტოები და სხვა საინტერესო არტეფაქტები.

საქართველოს ისტორიის და კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და კულტურის აღმოსაჩენად ნამდვილად საუკეთესო ადგილია. ქობულეთის მუზეუმი იზიდავს უამრავ ტურისტსა და ქართველს.

აუცილებლად ეწვიე ქობულეთის მუზეუმს, შეისწავლე დიდი ისტორიის ნაწილი და აღმოაჩინე უძველესი ისტორიული არტეფაქტები, ნიმუშები და სხვა მრავალი.

გალერია

ქობულეთის მუზეუმი (8).jpgქობულეთის მუზეუმი (7).jpgქობულეთის მუზეუმი (6).jpgქობულეთის მუზეუმი (5).jpgქობულეთის მუზეუმი (2).jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება