საქმიანი ტურიზმი

საკონცერტო არენები

“Black sea arena” არის ყველაზე ცნობილი და საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა, რომელიც ბათუმიდან 40 წუთის სავალზე იმყოფება. მულტიფუნქციური არენა შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. მისი მშენებლობა 2008 წელს ფონდი “ქართუს” ინიციატივით დაიწყო. პირველი კონცერტი 2016 წელს კრისტინა აგილერამ გახსნა. მას შემდეგ “ბლექ სი არენა” - ზე ჩაატარა კონცერტი: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Jessie J და სხვ.  არენა ხელს უწყობს ადგილობრივი ხელოვნების სივრცის წარმომადგენლებსაც.

“ბლექ სი არენა”-ს 2020 წელს მოგებული აქვს საერთაშორისო არქიტექტურული პრიზი “გერმანული დიზაინის დაჯილდოვება” - ში.

image