საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

“Black Sea” არენა

2. ბლექსიარენა.JPG

“Ბლექ სი არენა” (Black Sea Arena) არის ყველაზე ცნობილი და საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა, რომელიც ბათუმიდან 35 წუთის სავალზე იმყოფება. მულტიფუნქციური არენა შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. პირველი კონცერტი 2016 წელს კრისტინა აგილერამ ჩაატარა. მას შემდეგ “ბლექ სი არენა” მასპინძლობს საერთაშორისო არტისტებს, მაგალითად როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Jessie J და სხვ. არენა ხელს უწყობს  ხელოვნების სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებსაც. “ბლექ სი არენა”-მ 2020 წელს მოიგო საერთაშორისო არქიტექტურული პრიზი “გერმანული დიზაინის დაჯილდოვება”-ზე.

მის სიახლოვეს განლაგებულია “მუსიკოსთა პარკი”, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა მუსიკოსთა ძეგლები და მათ გარშემო ისმის მათივე სიმღერების ჰანგები, პარკში ასევე არის სოციალური სივრცე, სადაც ნებისმიერ სტუმარს აქვს შესაძლებლობა დაისვენოს, შეიკრიბოს და დატკბეს ბუნებით.

 

გაზიარება