საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ფესტივალები

ზაფხულის ფესტივალი.jpg

ფესტივალების ქალაქია, სადაც ხშირად იმართება საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალები. ბათუმში ფესტივალები სხვადასხვა სეზონზე იმართება, რომლებიც აქტიურად იზიდავს ტურისტებს და საერთაშორისო მოგზაურებს.

ზაფხულის ფესტივალი - თუ ზაფხულის სეზონის მხიარულად დაწყება გინდა აუცილებლად უნდა დაესწრო ზაფხულის ფესტივალს, რომელიც ბათუმში ივნისის პირველ ნახევარში იმართება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი - იგი 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს იმართება. ჯაზის გარდა საშუალება გექნება ასევე მოუსმინო სხვადასხვა ტიპის მუსიკას.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი - აჭარის რეგიონი საუკეთესოა გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად. იგი ყოველი წლის სექტემბერში იმართება.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF - ფესტივალი კინომოყვარულთა შორის დიდი ინტერესით სარგებლობს. მას საფუძველი ჩაეყარა 2006 წლიდან. ტარდება სხვადასხვა სახის ვორქშოფები, კონკურსები და სემინარები.

ფრანების ფესტივალი - იგი ერთ ერთი სახალისო ფესტივალია ყველა ასაკის მქონე ადამიანებისთვის. შეგიძლია შენთვის საინტერესო გმირი აირჩიო და გაუშვა ცაში.

განდაგანა - არის სოფლის ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ბათუმში 2015 წლიდან ყოველ ოქტომბერს იმართება. ფესტივლის ფარგლებში იმართება გამოფენა-გაყიდვა.

ზამთრის ფესტივალი - ღონისძიება ტარდება კურორტ გოდერძიზე. მას პროფესიონალი მოთხილამურეები ხსნიან. ღონისძიება გაფორმებულია საკვები ობიექტებით, განათებებით, სამთო აქტივობებით და სხვ. ფესტივლის მიწურულს არის მუსიკები და ფოიერვერკი.

აჭარაში სტუმრობისას და მოგზაურობისას შესაძლებლობა გექნება გაერთო ნებისმიერ სეზონზე. არ გამოტოვო შენთვის საინტერესო ფესტივალი.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე batumievents

 

გალერია

ზაფხულის ფესტივალი.jpg

გაზიარება