საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მწვანე კონცხი

ბოტანიკური2.jpg

თუ გსურს სანაპირო ზოლზე გარუჯვა, დასვენება და ცურვა, აუცილებლად უნდა ეწვიო მწვანე კონცხს. აქ შესაძლებლობა გექნება შეიგრძნო მთისა და ზღვის ნოტიო ჰაერის შერწყმა. ეს ტერიტორია არის მწვანეში ჩაფლული ულამაზესი სანაპირო ზოლი. ამ ადგილს ადგილობრივები და ტურისტები ხშირად სტუმრობენ, ზოგიერთის თქმით ეს ადგილი “მწვანე სამოთხეა”

ზღვის სანაპირო არის კენჭიანი და წყალი საოცრად სუფთა და კრიალა სხვა სანაპიროებთან შედარებით. იქიდან გამომდინარე რომ აქ ტერიტორიაზე ჰავა ასეთი განსხვავებულია ის ხელს უწყობს მრავალი სახეობის თევზის არსეობაბს წყლის ქვეშ. ასევე წყლის სისუფთავისა და სხვა ბევრი მიზეზის გამო მწვანე კონცხთან შესაძლებელია დაივნგი. ასე რომ თუ საზღვაო აქტივობები შენი ჰობია ან უბრალოდ გაინტერესებს წყალქვეშა სამყარო აუცილებლად უნდა გამოსცადო დაივინგი.

მწვანე კონცხის გარშემო მდებარეობს კაფეები, რესტორნები და სასტუმროები, რათა შეძლოთ გაგრილება და დასვენება.

გალერია

ბოტანიკური7.jpgბოტანიკური6.jpgბოტანიკური5.jpgბოტანიკური4.jpgბოტანიკური3.jpgბოტანიკური2.jpgბოტანიკური1.jpgბოტანიკური10.jpgბოტანიკური9.jpgბოტანიკური8.jpg

გაზიარება