დანდალოს ჩანჩქერი
თუ გსურს სალაშქროდ წასვლა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად აუცილებლად უნდა ეწვიო აჭარის მრავალი ჩანჩქერიდან ერთ-ერთ საუკეთესოს - დანდალოს ჩანჩქერს. იგი მდებარეობს აჭარის რეგიონის ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოში.
ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი წლების წინ საკმაოდ საშიში და საფრთხის შემცველი იყო ტურისტებისთვისა და მოლაშქრეებისთვის, თუმცა დღეს შექმნილია 400 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი. იგი მოიცავს ხის კონსტრუქციას, კიბეებსა და მოაჯირებს. სწორედ ამიტომ, დღეს დანდალოს ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სალაშქროდ სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებისთვის.
დანდალოს ჩანჩქერი დაახლოებით 35-40 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. იგი მოქცეულია ამწვანებულ კლდეებს შორის, მის წინ ასევე არის ქვის საშუალო ზომის ლოდები, სადაც ჩამოედინება კამკამა წყალი. ზაფხულში გასაგრილებლად ხის ჩრდილში ლაშქრობა და განტვირთვა ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა იქნება შენი მოგზაურობიდან.