საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მირვეთის ჩანჩქერი

მირვეთის ჩანჩქერი.jpg

მირვეთის ჩანჩქერი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. იგი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მირვეთში, ბათუმიდან დაახლოებით 22 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭოროხის ხეობაში, ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან კლდეებს შორის გადმომავალი ჩანჩქერი, ტყით გარშემორტყმულ გარემოში, შთამბეჭდავ ბუნებრივ სანახაობას ქმნის.

ჩანჩქერისკენ მიმავალი ბილიკი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის უნიკალური ხეივნით გადის, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ეკოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს.

მირვეთის ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარეობს XIII საუკუნის ისტორიული თაღოვანი ხიდი, კეთილმოწყობილი საპიკნიკე სივრცეები და საოჯახო კაფეები, სადაც სტუმრებს ტრადიციული აჭარული კერძებითა და ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან. აქვე შესაძლებელია მდინარე ჭოროხზე ნავით გასეირნება. მირვეთის ჩანჩქერი შესანიშნავი ადგილია ბუნების, ისტორიისა და მშვიდი გარემოს მოყვარულთათვის, სადაც თითოეული ვიზიტი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

მირვეთის ჩანჩქერი ქოვერი.jpgმირვეთის ჩანჩქერი 2.jpgმირვეთის ჩანჩქერი 1.jpg

გაზიარება