ნავით გასეირნება ნურიგელის ტბაზე
ნავით გასეირნების მოყვარულებს მაღალმთიან აჭარაში, მწვანე ტბაზე შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა, ბათუმში კი, ნურიგელის ტბაზე.
ნურიგელის ტბა ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარეობს, რომელიც ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ შესაძლებელია ნავის დაქირავება და ტბაზე გასეირნება, რაც საშუალებას მოგცემთ ქალაქშივე დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, რადგან ტბის ირგვლივ უამრავი მცენარეა და იგი მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული.
ნურიგელის ტბა ზღვიდან 130 მეტრითაა დაშორებული, მისი სიღრმე 8 მეტრს აღწევს. ტბაზე ნავით გასეირნებისთვის უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ნავით გასეირნების ხანგრძლივობაა 30 წუთი. ნურიგელის ტბაზე ნავით გასეირნება საუკეთესო არჩევანია განტვირთვისთვის და უბრალოდ კარგი მოგონებების შესაქმნელად.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91