საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

ნავით გასეირნება მწვანე ტბაზე

მწვანე ტბა 100.jpg

მწვანე ტბა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2058 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. უნიკალური ფერითა და თვალწარმტაცი ბუნებით გამორჩეული ეს ტბა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა აჭარაში. ტბის წყალი სუფთა, გამჭვირვალე, სუსტად მინერალიზებული და სასმელად ვარგისია.

ვიზიტორებს შეუძლიათ ოთხადგილიანი ნავით ან კატამარანით დაახლოებით 30-წუთიანი გასეირნება, დატკბნენ მთის სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი. მწვანე ტბაზე ნავით გასეირნება იდეალური შესაძლებლობაა განტვირთვისთვის, ბუნების სილამაზის შესაგრძნობად, შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად და დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად. აქ გატარებული დრო მოგგვრით სიმშვიდეს და შეგიქმნით ბუნებასთან სიახლოვით გამოწვეულ განსაკუთრებულ ემოციებს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

მწვანე ტბა ველოსიპედით.jpgნავით გასეირნება მწვანე ტბა.jpgმწვანე ტბა 100.jpgმწვანე ტბა 102.jpgმწვანე ტბა 101.jpg

გაზიარება