მეძიბნას ჩანჩქერი
მეძიბნას ჩანჩქერი, რომელსაც ადგილობრივები „გოდერძის ჩანჩქერს“ უწოდებენ, აჭარის ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. იგი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში. ჩანჩქერამდე მისასვლელად ქედიდან დაახლოებით 10 კილომეტრი საავტომობილო გზით, შემდეგ კი 500-მეტრიანი კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკით უნდა გაიაროთ. ბილიკი ხის მოაჯირებითაა აღჭურვილი, რაც გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.
დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე ჩამომავალი ჩანჩქერი მრავალწლოვანი ტყითაა გარშემორტყმული და მის ძირას ბუნებრივ აუზს ქმნის. ამ ლოკაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავისებურებაა ჩანჩქერის უკან, კლდეში წარმოქმნილი ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც დაახლოებით 10 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ჩანჩქერი, გამოქვაბული და ტყით დაფარული ხეობა ამ ადგილს განსაკუთრებულ ბუნებრივ გარემოს ანიჭებს და ბუნების მოყვარულებისთვის საინტერესო მიმართულებად აქცევს.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91