საქმიანი ტურიზმი
ბათუმი, ხულოს მუნიციპალიტეტი

ნავით გასეირნება

იახტით გასეირნება 2.jpg

ნავით გასასეირნებლად ორი საინტერესო ადგილია აჭარის რეგიონში. პირველი არის „ნურიგელის ტბა“, რომელიც მდებარეობს ბათუმში და მეორე ხულოს მუნიციპალიტეტში „მწვანე ტბა“.

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე „ნურიგელის ტბაზე“, შესაძლებელია ნავის დაქირავება და ტბაზე გასეირნება, რაც საშუალებას მოგცემს ქალაქშივე დატკბე ულამაზესი ბუნებით. „ნურიგელის ტბა“ გარშემო შემოსაზღვრულია სიმწვანით, ზღვიდან დაშორებეულია 130 მეტრით, მისი სიღრმე 8 მეტრს აღწევს, ტბაზე ნავით გასეირნებისთვის უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ნავით გასეირნების დრო არის 30 წუთი.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე, „მწვანე ტბა“ გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით. გოდერძის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით, 6 კილომეტრით დაშორებულ ტბაზე შესაძლებელია ოთხადგილიანი ნავით გასეირნება, რომელიც 30 წუთს გრძელდება. მწვანე ტბაზე ასევე შესაძლებელია კატამარანის გამოყენება, რომელიც ასევე 30 წუთს გრძელდება. 

 

გაზიარება