აჭარა - საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემო
უცხოელი ინვესტორების თვალში საქართველო დღითიდღე უფრო მომხიბვლელი ხდება. ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ამიტომ თუ საქართველოს ეკონომიკაში ახალი პროექტის წამოწყებაზე ფიქრობთ, დრო არ უნდა დაკარგოთ. ამ მხრივ რა თქმა უნდა აჭარის რეგიონიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. თუ თქვენი გული აჭარაში ინვესტიციებისკენ მიიწევს, ჯერ უნდა იცოდეთ, რომ აქ ნამდვილად საინვესტიციო „ომია“.
სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ რეგიონში რეგისტრირებული უცხოური და უცხოურ-ქართული საწარმოების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ თავად ქვეყანა მდებარეობს ცნობილ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე. ფაქტიურად, გზა დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას დამაკავშირებელ ხიდს ჰგავს. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არის ის, რაც ქვეყანას აქცევს გზაჯვარედინად ორ კონტინენტს შორის, ქმნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს იმპორტისა და ექსპორტისთვის, საერთაშორისო ბიზნესისთვის, უცხოური ბიზნეს ინვესტიციებისთვის და ა.შ.
საქართველოს ოთხი მხრიდან ესაზღვრება შავი ზღვა, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ის არის სატრანზიტო დერეფანი ზღვასა და ხმელეთზე მრავალფეროვანი გასასვლელით.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ეხება ბიზნესის კეთების სიმარტივეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გლობალურ რეიტინგში კი საქართველო ყოველთვის წამყვან პოზიციებზეა.
მაშ, რას ნიშნავს საერთოდ ბიზნესის კეთების მაღალი სიმარტივე? მარტივი სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ მარეგულირებელი გარემო უაღრესად ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის დაწყებას და ფუნქციონირებას. რეიტინგი კეთდება რამდენიმე ინდიკატორის გათვალისწინებით. საქართველოში და რა თქმა უნდა აჭარაშიც ბიზნესისთვის გადასახადები დაბალია.
საქართველოში არის ოთხი გადასახადებისგან „თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, რომლებიც მდებარეობს ფოთში (საზღვაო პორტი), ქუთაისსა (სიდიდით მესამე ქალაქი) და თბილისში (დედაქალაქი). საქართველოს შრომითი გარემოც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში.
აჭარა საქართველოს სამოთხეა. ის გთავაზობთ უამრავ განსაცვიფრებელ ტურისტულ ატრაქციონს, რომლებზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელია, ეს „აიძულებს“ ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მთელ მსოფლიოში აირჩიონ აჭარა დანიშნულების ადგილად.
შესაბამისად ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო სფეროა აჭარაში, რა თქმა უნდა არსებობს მრავალი სხვა სფერო, სადაც შეგიძლიათ ინვესტირება, ყველა მათგანი ყოველდღიურად იზრდება, მაგალითად როგორიცაა უძრავი ქონება, სტუმართმოყვარეობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის სფეროები, რომლებშიც შეგიძლიათ ფულის დაბანდება.
ჩვენს ქვეყანაში აჭარა არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში ექცევა უცხოელი ინვესტორების ყურადღების ცენტრში თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა ფაქტორების გამო. სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ რეგიონში რეგისტრირებული უცხოური და უცხოურ-ქართული საწარმოების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ცხადია, ბუნებრივი გარემო პირობები და მართლაც სტრატეგიული მდებარეობა რეგიონს მიმზიდველს ხდის.
და მაინც რატომ არის აჭარა საინვესტიცოდ მიმზიდველი ადგილი:
- სტაბილური და განვითარებადი გარემო - საქართველოს კანონმდებლობა იცავს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და გამოყენებულ ინვესტიციებს. ბათუმი თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ადგილიდან. ქალაქი სწრაფი ტემპით ვითარდება. მთავრობამ გამოაქვეყნა სამართლებრივი ბაზა ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.
- უძრავი ქონების იაფი ფასი და გაქირავება - ახლადაშენებული უძრავი ქონების ღირებულება ზღვის ხედით კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $400-ია. ეს არის ყველაზე დაბალი ფასი ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით. თუ არ აპირებთ ბათუმში ცხოვრებას, ყოველთვის შეგიძლიათ იქირაოთ ბინა და გქონდეთ სტაბილური შემოსავალი.
- ქონების გადასახადის მოქნილი კანონი - საკუთრების გადასახადი 0%. თუ თქვენ ყიდით ქონებას მფლობელობის პირველი 2 წლის განმავლობაში - თქვენ უნდა გადაუხადოთ სახელმწიფოს 20%. ამას გარდა, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი ქონება. აქ ეფექტურად მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი. იუსტიციის ახლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტურად ახორციელებს ამგვარ პროცედურებს ძალიან მარტივად. ბათუმის იუსტიციის სახლი გამორჩეულია არქიტექტურითაც, რომლის ავტორია იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკა. შენობა, რომელიც გადმობრუნებულ ბოთლს მოგაგონებთ, 2011 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა.
- ბინადრობის ნებართვისკენ მიმავალი გზა - საქართველოში ქონების ფლობა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ბინადრობის უფლება და ლეგალურად მართოთ ქონება.
- სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა - ბათუმი მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის. მას აქვს წვდომა ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერზე. თურქეთის საზღვართან ახლო მდებარეობა ქალაქის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ აქტივს მატებს. ბათუმს აქვს საერთაშორისო აეროპორტი და ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გზა.
ჩადეთ კაპიტალი აჭარაში და ნახეთ, რამდენად სწრაფად დაგიბრუნდებათ თქვენი ფული. აჭარას აქვს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა რუკაზე. აქ ბიზნესის კეთება მართლაც ადვილია. ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, გადასახადები დაბალია და ქვეყანა ასევე სავსეა კვალიფიციური მუშახელით.