საქმიანი ტურიზმი

არგონავტების მოგზაურობა კოლხეთის სამეფოში და ოქროს საწმისის ისტორია

ბათუმი-ევროპის-მოედანი.jpg
ევროპის-მოედანი.jpg

საქართველო ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სახელმწიფოა დღეს ჩვენთვის ცნობილ ქვეყნებს შორის, ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ მას უამრავი ლეგენდა უკავშირდება. ამ ლეგენდარული ამბებიდან ყველაზე ცნობილი მაინც არგონავტების მითია, იასონისა და მისი მეგობრების დაუვიწყარი მოგზაურობა ოქროს საწმისისთვის კოლხეთში. ამბავი, რომელიც საფუძვლად დაედო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას კოლხი დედოფლის, მედეას შესახებ. შეიძლება ვთქვათ, რომ იასონი ყველაზე ცნობილი ტურისტი იყო, რომელმაც ანტიკურ კოლხეთში (დღევანდელი დასავლეთ საქართველოს უმეტესი ტერიტორია აჭარისა და სამეგრელოს დიდი ნაწილის ჩათვლით) იმოგზაურა და ჯერ კიდევ ათასეული წლების წინ ნახა აქაური გასაოცარი ადგილები. შენ რა თქმა უნდა მისგან განსხვავებით კეთილი მიზნებით ირჩევ სამოგზაუროდ საქართველოსა და აჭარას, თუმცა აუცილებლად წაიკითხე ლეგენდა ჩვენამდე მოღწეულ წიგნებში აღწერილ ცნობილ და გახმაურებულ მოგზაურობაზე.

არგონავტების მოგზაურობის მთავარი სამიზნე იყო დიდი განძი ოქროს საწმისის სახით. ყველაფერი ეს კი ხდებოდა ძვ.. XIII საუკუნის მეორე ნახევარში. თუ დიდ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს ვენდობით, არგონავტების მითმა სათავე დაუდო მსოფლიო მწერლობის ოთხი მთავარი სიუჟეტიდან ერთ-ერთსგანძის ძიებას.

იასონი, რომელიც არგონავტების მოგზაურობას მეთაურობდა, გმირების ცნობილმა მასწავლებელმა, კენტავრმა ქირონმა გაზარდა, რადგან მის დედას ჯერ კიდევ ჩვილის გადამალვა მოუწია, რომ დაეცვა გარდაუვალი სიკვდილისგან. ლეგენდის თანახმად იასონს მფარველობდა ქალღმერთი ჰერა და სწორედ მან შთააგონა კოლხეთში მეფე აიეტთან ოქროს საწმისის წამოსაღებად გამგზავრება.

იასონის თხოვნით აიგო ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი არგო. არგოს მეზღვაურების, ანუ არგონავტების ნუსხა ვრცელია, მათ შორის არიან საქვეყნოდ ცნობილი ვაჟკაცებიც და მხოლოდ ამ ნუსხიდან ცნობილი გმირებიც. გრძელი და ფათერაკებით სავსე გზის გავლის შემდეგ ზღვებსა თუ კუნძულებზე, არგონავტები კოლხეთში ჩავიდნენ და მეფე აიეტს ოქროს საწმისი სთხოვეს. მეფე განარისხა იასონის განზრხვამ თუმცა ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას, რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ველი მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. ის თავისიანებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. იასონს აიეტის  დავალების შეესრულებაში მეფის ასული მედეა დაეხმარა. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა, როგორ უნდა მოეხმარა. ქალის სილამაზემ და მისდამი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღუძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, ის მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა. იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. დილით ადრე იასონმა წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გაცურესარგოთიარესის ველისაკენ. აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისსა და ანდამატის გუთანთან. როდესაც იასონმა ყველა გამოწვევა დასძლია, აიეტმა მას საწმისი მაინც არ დაუთმო და არგონავტების მოკვლა განიზრახა. განსაცდელს ამჯერადაც მედეამ აარიდა იასონი, ოქროს საწმისის მოპარვაში დაეხმარა და არგონავტებთან ერთად სასწრაფოდ დატოვ კოლხეთი. იასონი მედეასთან ერთად კორინთოში გადასახლდა. კორინთოსის მეფე კრეონმა იასონს თავისი ქალიშვილის ხელი აღუთქვა და ისიც დაეთანხმა. კრეონს მედეას შურისძიებისა ეშინოდა და კორინთოსიდან გაძევება დაუპირა. ამაოდ ევედრა მედეა იასონს, არ მიეტოვებინა იგი, შეახსენა, რაც ჰქონდა მისთვის გაკეთებული, მაგრამ იასონი შეუვალი აღმოჩნდა, რის გამოც მედეამ შური იძია და იასონის საცოლე მოწამლა და მოკლაიმის მიუხედავად, რომ მედეა ბევრ რამეში დაეხმარა იასონს, მათი სიყვარული იასონის ღალატის გამო ტრაგიკულად დასრულდა. დიდხანს ითვლებოდა, რომ მედეას შურისძიების გამო განრისხებულმა კორინთოსელებმა იასონისა და მედეას შვილები არ დაინდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს, შემდგომში კი გავრცელდა ტრაგიკოს ევრიპიდეს ვერსია: მრისხანებით გონებადაკარგულმა მედეამ საკუთარი ვაჟებიც დახოცა. ბავშვების ყვირილზე იასონმა მოირბინა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მედეა დრაკონებშებმული ეტლით გაუჩინარდა.

გმირი იასონი, რომელიც ღალატის გამო სასტიკად დაისაჯა, ერთხანს ცოცხალი იყო. ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ თავისიარგოსნარჩენების გვერდით ეძინა, ხომალდის ანძა წაიქცა, იასონს დაეცა და მოკლა.

საბერძნეთში მეტად გავრცელებული იყო თქმულება ოქროს საწმისზე (ვერძის ოქროს ტყავზე) და იმ გმირებზე, რომლებიც ხომალდარგოთი" გაემგზავრნენ კოლხეთში ამ საწმისის მოსაპოვებლად. მითი არგონავტების შესახებ ძველი წარმოშობისაა და ტროას თქმულებაზე ადრეა შექმნილი. ჯერ კიდევ ჰომეროსი იხსენიებსზღვის გამკვეთს, ყველასათვის ცნობილ ხომალდ არგოს“.

მიუხედავად უამრავი ზღაპრული ელემენტისა, არგონავტების თქმულება დაკავშირებულია ისტორიულ ფაქტთან, საბერძნეთსა და კოლხეთს შორის უართიერთობის დამყარებასთან. ამდენად ამ მითოლოგიურ ამბავს ისტორიული მნიშვნელობა ეძლევა.

რაც შეეხებაოქროს საწმისს“ - ეს იყო ქვეყნის ძლიერების სიმბოლო, ხოლო  ყველაზე უფრო თავგამოდებული დამცველი არგონავტთა ლაშქრობის ისტორიულობისა იყო გეოგრაფი სტრაბონი. სტრაბონის აღწერილობით კოლხეთი იყო მდიდარი ქვეყანა. აქ ყველაფერი მოიპოვებოდა ზღვაოსნობისათვის და რაც მთავარია, მდიდარი იყო ოქროს, ვერცხლის და რკინის მადნეულობით. ოქროს საწმისზე თქმულებას სტრაბონი ხსნიდა იმით, რომ კოლხეთის მდინარეებით ჩამოტანილ ოქროს ქვიშას ადგილობრივი მაცხოვრებლები გრძელბეწვიანი საწმისით აგროვებდნენ. მისი მოსაზრებით ასეთმა სიმდიდრემ გააქცია ფრიქსე კოლხეთში და არგონავტებმაც მას მიბაძეს.სტრაბონის აზრით არგონავტების ლაშქრობამ გაუღო ბერძნებს ევქსინის პონტოს (დღევანდელი შავი ზღვა)კარი.

არგონავტთა მითის ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მასში არის ისტორიული ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც დამატებით ჰფენენ შუქს იმ  ქვეყნის წარსულს, სადაც ახლა შენ მოგზაურობ ან აპირებ იმოგზაურო. იყო დრო, როცა ტროაც და ტროას ომიც ლეგენდად მიაჩნდათ, მაგრამ შემდეგში მისი ისტორიულობა სავსებით დადასტურდა.

 

გალერია

ევროპის-მოედან-2.jpgევროპის-მოედან-1.jpgბათუმი-ევროპის-მოედანი.jpgევროპის მოედანი ქოვერი.jpgევროპის მოედანი 1.jpgევროპის მოედანი.jpg3 .ევროპის მოედანი.jpg2. ევროპის მოედანი.jpg4.  ევროპის მოედანი.jpg

გაზიარება