საქმიანი ტურიზმი

სრიალი გაუკვალავში - ჰელისკი და ქეთსკი

სრიალი გაუკვალავში (3).jpg
სრიალი გაუკვალავში (3).jpg

მოგზაურობა და ალპური სპორტი ყოველთვის იყო დაკავშირებული ერთმანეთთან და ადამიანებთან, რადგან ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა მთიან რეგიონებში. აჭარა კი როგორც საქართველოსა და ევროპის ნაწილი გასაოცარია თავისი სათხილამურო შესაძლებლობებით, მთის შესანიშნავი კერძებითა და ხეების საფარის ხაზის ზემოთ ალპური სათხილამურო ადგილებით.

ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ისიამოვნო, როგორც ჰელი სქით ასევე ქეთ სქით. აჭარის რეგიონში შესაძლებელია დაქირავება შვეულმფრენის და ასევე კეიზბორის მანქანის, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს მიწვდე მთის განსაკუთრებულად მაღალ და გაუკვალავ მწვერვალებს. აჭარის ფხვიერ და ფაფუკ თოვლში, გაუკვალავ ადგილებში სრიალი მოგცემს ექსტრემალური სრიალის შესაძლებლობას და დაუვიწყარ გამოცდილებას. ამავდროულად, მაღალმთიანეთში შეგიძლია მიირთვა განსაკუთრებული ადგილობრივი სამზარეულო, ესტუმრო მთის ქოხებს  და ნახო თვალწარმტაცი სოფლები.

აჭარის მიმზიდველობა აშკარაა მოთხილამურეებისთვის, სნოუბორდისტებისთვის და ყველასთვის, ვისაც უყვარს მთები. თქვენ მხოლოდ უნდა  გახვიდეთ ბათუმიდან, რომ ნახოთ ამ მთების მიმზიდველობა. აქ ყველაზე მაღალი მწვერვალები დაახლოებით 3000 მეტრს აღწევს. სრულიად ხელუხლებელი მთიანი ლანდშაფტზე კი საუკეთესო სათხილამურო ტრასები გელოდებათ. 

ნოემბრის დასაწყისისთვის მთები, როგორც წესი, უკვე დაფარულია ღრმა თოვლით და დამატებითი ბონუსი კი თოვლის მყარი საფარია, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო. თქვენ გაკვირვებული დარჩებით იმ მრავალფეროვნებით, რომელსაც გთავაზობთ ევროპის კიდეზე მდებარე ეს ბრწყინვალე რეგიონი.
თოვლის მაღალი დონე, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში, ზოგადად შესანიშნავ პირობებს ქმნის. აჭარის მთის ქოხის კარიდან მასიურ რელიეფზე სრიალია შესაძლებელი.

აჭარის მდებარეობა „მცირე კავკასიონზე“ და  ახლო მდებარეობა შავ ზღვასთან წარმოადგენს რეგიონში გასაოცარი რელიეფის საუკეთესო კომბინაციას. ზღვაზე წარმოიქმნება დაბალი წნევის ზონები, რომლებიც აწვდიან უზარმაზარ თოვლს მცირე კავკასიონის პირველ მთიან ზოლს. ზღვის სიახლოვე მაღალ მწვერვალებთან უზრუნველყოფს უხვი  თოვლის წარმოქმნას დეკემბრიდან მარტის ბოლომდე.

ვინც ეძებთ ზამთრის არდადეგების გასატარებელ ადგილს უხვი თოვლი, უნდა ეწვიოთ კურორტ გოდერძის, რომელიც ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. აქ თქვენ აღმოაჩენთ ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. თქვენი კომფორტული ზამთრის დასვენება იწყება მთიან აჭარაში, სადაც ზღვის სიახლოვე მაღალ მწვერვალებთან გთავაზობთ უნიკალურ სათხილამურო სამოთხეს.

გალერია

სრიალი გაუკვალავში 3.jpgსრილი გაუკვალავში.jpg

გაზიარება