ღამის ცხოვრება
ბათუმი არის უნივერსალური, ცოცხალი და საინტერესო ქალაქი, სადაც დიდი თუ პატარა აუცლებლად იპოვის გასართობს და უამრავ აქტივობას დღისა თუ ღამის განმავლობაში.
თუ გართობის მოყვარული ხარ და გსურს ენერგიის დახარჯვა ღამის ბათუმი გთავაზობს სხვადასხვა ღამის კლუბებით სარგებლობის საშუალებას, რომელიც საუკეთესოა მეგობრული თავშეყრისათვისა და გართობისათვის. კლუბები მდებარეობს ქალაქის მასშტაბით უამრავ ლოკაციებზე, თუმცა მათი უმეტესობა განთავსებულია ბულვარში.
ბათუმში კლუბება: “The Gate”, “Soho Batumi”, “Sector 26”, “Garage night club”, “Kibe”, “Lions garden nightclub” და “Mono hall Batumi”. კლუბებში ხშირად არიან მოწვეული DJ-ები, რომლებიც უფრო დასამახსოვრებელ და მხრიალურს გახდიან შენს საღამოს.
აუცილებლად გაითვალისწინე რომ კლუბების უმეტესობა მუშაობს მხოლოდ ზაფხულში.